cPanel-ის სერვერებზე PHP-ის პარამეტრების მართვა ბეჭდვა


cPanel-ის ახალი PHP Manager-ი საშუალებას გაძლევთ მართოთ PHP-ის ყველა პარამეტრი პირდაპირ cPanel-ის ინტერფეისიდან.

იმისთვის რომ ეს ფუნქცია გამოიყენოთ მოძებნეთ cPanel-ის ინტეფეისში MultiPHP INI Editor (#3 სურათზე)

cPanel Interface

MultiPHP INI Editor-ს აქვს 2 ინტერფეისი, მარტივი საიდანაც ძირითადი პარამეტრების მართვა შეგძლია და რედაქტორი სადაც პირდაპირ შეგიძლია ყველა PHP-ის პარამეტრი და მათი მნიშვნელობა ხელით გაწერო.

ამ პარამეტრების კონფიგურაცია შესაძლებელია როგორც ანგარიშის დონეზე (იმოქმედებს ყველა არსებულ საიტზე რომელიც ამ ანგარიშში გაქვს) ან კონკრეტული რომელიმე საიტისთვის. ასევე შესაძლებელია კომბინირებულად, რაღაც ძირითადი პარამეტრები დააკონფიგურირო ყველა საიტისთვის და კონკრეტული პარამეტრები შეცვალო კონკრეტული საიტისთვის.

ნებისმერი სახის კონფიგურაციისთვის უნდა მონიშნო თუ რომელი კონრეფიგურაციის შეცვლა/გაკეთება გინდა (მთლიან ანგარიშზე თუ კონკრეტულ საიტზე) ეს ხდება ქვემოთ სურათზე #1 მონიშნულში შესაბამისი პუნქტის არჩევით, თუ აირჩევ Home Directory-ს მაშინ ეს პარამეტრები გლობალურად ანგარიშზე გავრცელდება.

MultiPHP INI Editor-ის Basic რეჟიმი. ნებისმიერი ცვლილების შემდეგ დააჭირდე Apply ღილაკს.

MultiPHP INI Editor - Basic Mode

MultiPHP INI Editor-ის Editor რეჟიმი, ნებისმიერი ცვლილების შემდეგ დააჭირე Save ღილაკს.

MultiPHP INI Editor - Editor Mode

გაითვალისწინე რომ თუ Base რეჟიმში რაიმე ცვლილებას გააკეთებ, Edit რეჟიმში გადასვლის შემდეგ უკვე დაინახავ ამ ცვლილებებს ედიტორის ფანჯარაში (და შეგიძლია შეცვალო ან ახლები დაამატო)

PHP-ის კონფიგურაციის გააქტიურება

ის კონფიგურაციები რასაც ამ ინტერფეისში აკეთებ რეალურ დროში არ აისახება საიტზე, ანუ აქ მხოლოდ წინასწარ რეჟიმში აკეთებ კონფიგურაციას და დამატებითი სამუშაო საჭირო რომ ეს ცვლილებები რეალურად აისახოს ანგარიშძე ან საიტზე.

იმისთვის რომ კონფიგურაცია გააქტიურედ უნდა შეხვიდე ანგარიშში FTP-თი ან File Manager-ით cPanel-ის ინტერფეისში და გადახვიდე შესაბამის საიტის პაპკაში (თუ ანგარიშის გლობალურ პარამეტრებს ცვლი მაშინ public_html-ის გარეთ, ზედა დონეზე), შესაბამის პაპკაში უნდა ნახო ფაილი php.ini რომელშიც იქნება უკვე ის ცვლიებები რაც cPanel-იდან გააკეთე, ეს ფაილი უნდა დააკოპირო იგივე დირექტორიაში ახალი სახელით .user.ini (გაითვალისწინე, ფაილის სახელი წერტილით იწყება, წერტილის გარეშე არ იმუშავებს). ამ ცვლილების შემდეგ უკვე რეალურ გარემოში აისახება ის ცვლიელებები რაც php.ini-ში გეწერათ.

ასევე ალტერნატიული გზა რედაქტირების არის საჭირო პაპკაში .user.ini ფაილის შექმნა და შიგნით შესაბამისი პარამეტრების და მნიშვნელბების ხელით შევსება.





« უკან დაბრუნება