იმისთვის რომ cPanel-ში MySQL მონაცემთა ბაზა და მომხმარებელი შექმნა შედი cPanel-ის ინტერფეისში.
ინტერფეისში იპოვე MySQL Dataabse Wizard და გაუშვი.
პირველ ნაბიჯზე უნდა შეიყვანო ბაზის სახელი, ბაზის სახელს cPanel-ში აუცილებლად ექნება პრეფიქსი USERNAME_ და ბაზის სახელი არ უნდა აღემატებოდეს 16 სიმბოლოს.
შემდეგ ნაბიჯძე უდნა შეიყვანო მომხმარებლის სახელი რომელიც შეიქმენება ბაზასთან ერთად და ექნება წვდომა ამ ბაზაზე, აქაც ანალოგიურად, მომხმარებლის სახელს აქვს პრეფიქსი USERNAME_ და მომხმარებლის სახელი უნდა იყოს არაუმეტეს 16 სიმბოლოსგან შემდგარი.
სასურველია მომხმარებლის პაროლი დააყენო რაც შეიძლება რთული, შეგიძლია გამოიყენო ღილაკი "Password Generator" რთული პაროლების დასაგენერირებლად.
შემდეგ ნაბიჯზე უნდა აირჩიო თუ რა უფლებები ექნება ამ მომხმარებელს ბაზაზე, თუ MySQL-ის უფლებებს კარგად არ იცნობთ მონიშნეთ ყველა უფლება.
ამით მომხმარებელის და ბაზის შექმნა დასრულებულია.