იმისათვის რომ დომენი მართო გჭირდება შესაბამისი ანგარიში საიტზე, თუ ანგარიში არ გაქვს ნახე სტატის ჩვენს დოკუმენტაციაში თუ როგორ უნდა დაარეგისტრირო ანგარიში არსებული დომენისთვის
ამ ეტაპზე ვთვლით რომ ანგარიში საიტზე უკვე გაქვთ, მიყევით შემდეგ ინსტრუქციას NS სერვერების შესაცვლელად:
1. შედი საკუთარი ანგარიშით საიტზე - ავტორიზაცია სატიზე registration.ge

2. დაინახავ შენი დომენების სიას, დააჭირე სასურველ დომენზე დეტალების ნახვის ბმულს:

3. გახსნილ გვერდზე დაინახავ ახლა გაწერილ NS სერვერებს და საკონტაქტო ინფორმაციას, ამ გვერდიდანვე შეგიძლია დაარედაქტირო ეს ინფორმაცია.

4. NS სერვერების შესაცვლელად დააჭირე დამატების ღილაკს არსებული NS სერვერების ქვეშ და შეიყვანე ახალი NS სერვერები
(ყველა დომენი მინიმუმ 2 NS სერვერზე უნდა იყოს გაწერილი, შესაბამისად ამ ოპერაციის გაკეთება მინიმუმ 2-ჯერ მოგიწევთ)

გთხოვთ სანამ აქ ჩვენს სერვერებს ჩაწერთ დააზუსტეთ თუ ჩვენს კონკრეტულად რომელ NS სერვერზეა გაკეთებული თქვენი დომენის ჩანაწერები ( ამ ინფორმაციის ნახვა შეგიძლია სერვისის აქტივაციის წერილში,
ან დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის სამსახურს )
სწორი NS სერვერების დამატების შემდეგ სიაში იქნება როგორც ძველი და როგორც ახალი სერვერები, ახლა წაშალე ძველი სერვერები სიიდან და პროცესის დასასრულებლად დაიმახსოვრე რედაქტირებული შედეგები.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ამ ცვლილებების რეალურ გარემოში ასახვას შეიძლება 24 საათამდე დრო დაჭირდეს (როგორც წესი შეცვლიდან 2-3 საათის შემდეგ უკვე საიტი ახალი სერვერიდან გაიხსნება
მაგრამ მთელ ინტერნეტ სივრცეში ცვლილების ასახვას დაახლოებით 24 საათი ჭირდება.)