უკვე არსებული დომენებისთვის უნდა შექმნა/აღადგინო ანგარიში შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით:
1. შედიხარ საიტზე და ძებნივ ველში წერ შენს დომენს (დაბოლოების .GE-ის გარეშე, თუ რაიმე სხვა დაბოლოვებაა, მაგალითად .EDU.GE მონიშნე სიაში შესაბამისი ზონა) და დააჭირე ძებნას.

2. ძებნის რეზულტატში დაინახავ შენი დომენის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ვისზეა დარეგისტრირებული, საკონტაქტო ინფორმაცია და ასე-შემდეგ) ამ რეზულტატებიდან გვაინტერესებს საკონტაქტო ელ-ფოსტა.
იმისათვის რომ ანგარიში შექმნა რომელსაც registration.ge-ზე შენი დომენის მართვა შეეძლება აუცილებელია რომელიმე მითითებულ ელ-ფოსტაზე წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშს ვერ შექმნი.

3. იმის შემდეგ რაც საკონტაქტო ელ-ფოსტა გავიგეთ გადადი არსებული მომხმარებლის პროფილის რეგისტრაციის გვერდზე: registration.ge - არსებული მომხმარებლის პროფილის რეგისტრაცია
ამ გვერდზე შეიყვანე დომენის სახელი და საკონტაქტო ელ-ფოსტა და დააჭირე "გაგზავნა"

4. შეამოწმე მითითებული საკონტაქტო ელ-ფოსტა, მიიღებ წერილს აქტივაციის მისამართით.

5. გადადი რეგისტრაციის ბმულზე და დაასრულე რეგისტრაცია (უნდა შეიყვანო მომხმარებლის სახელი და პაროლი)

ამით რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.