ამ მომენტში გთავაზობთ 2 სხვადასხვა ინსტრუმენტს სასურველი PHP-ის ვერსიის დასაყენებლად ოდნავ განსხვავებული ფუნქცინალით.
ქვემოთ სურათზე ნაჩვენებია ინსტრუმენტები cPanel-ის ინტერფეისში რაც საშუალებას გაძლევთ PHP-ის ვერსიების და პარამეტრების მართვის.

MultiPHP Manager (1)
cPanel-ის ინსტრუმენტი PHP-ის ვერსიების სამართავად, საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად, ანგარიშში კონკრეტული საიტისთვის აირჩიოთ სასურველი PHP-ის ვერსია. ასევე MultiPHP გთავაზობთ PHP-ის ყველა პარამეტრის ხელით კონფიგურაციის საშუალებას.
PHP Selector (Select PHP Version) (2)
CloudLinux-ის ინსტრუმენტი, გთავაზობთ გაცილებით უფრო დიდ PHP ვერსიების არჩევანს და შესაძლებლობას აირჩიოთ სასურველი PHP მოდულები. PHP-ის პარამეტრების რედაქტირება შეძღუდულია რამოდენიმე ძირითადი პარამეტრამდე.
MultiPHP INI Editor (3)
დამატებითი ინსტრუმენტი PHP-ის პარამეტრების სამართავად თუ იყენებთ MultiPHP-ს.
რადგან ერთდოულად cPanel-ში ორი სხვადასხვა ინსტრუმენტი გაქვთ PHP-ის ვერსიის და პარამეტრების სამართავად, გაითვალისწინეთ რომ MultiPHP აქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი ვიდრე PHP Selector-ს, ანუ თუ ორივე ინსტრუმენტში რაიმე კონფიგურაციას შეცვლით, საიტზე რეალურად იმუშავებს მხოლოდ MultiPHP-ში გაკეთებული კონფიგურაციები.
MultiPHP Manager-ში სასურველი ვერსიის არჩევა
გახსენით MultiPHP Manager-ი, ინტერფეისში ხედავთ:

- არსებული საიტების ჩამონათვალს (MultiPHP Manager-ი იძლევა საშუალებას კონკრეტული საიტისთვის შეცვალოთ/დააყენოთ PHP-ის სასურველი ვერსია)
- PHP ვერსიების ჩამონათვალი რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ
- სისტემის სტანდარტული PHP-ის ვერსია (თუ არანაირი ცვლილება არ გაქვთ აკეთებული ეს ვერსია იქნება თქვენს საიტზე)
კონკრეტულ საიტზე რაიმე სხვა ვერსიის ასარჩევად:
- მონიშნეთ საიტი სიიდან (1)
- მონიშნეთ სასურველი PHP-ის ვერსია სიაში (2) და დააჭირეთ Apply ღილაკს

Select PHP Version-იდან სასურველი ვერსიის არჩევა
PHP Selector-ი გაძლევთ შესაძლებლობას აირჩიოთ სასურველი PHP-ის ვერსია და ასევე სასურველი მოდულები.

გაითვალისწინეთ რომ MultiPHP-ს აქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი ვიდრე PHP Selector-ს და ამ ინტერფეისში მონიშვნული ცვლილეები იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ MultiPHP Manager-ში არანაირი ცვლილება არ გაქვთ გაკეთებული (MultiPHP Manager-ში უნდა იყოს მითითებული Inherit)
ასევე გაითვალისწინეთ რომ PHP Selector-იდან ვერსიის ცვლილება ხდება მთლიანად ანგარიშზე და არა კონკრეტულ საიტზე ანგარიშში.
ვერსიის შეცვლისთვის:
- ჩამოსაშლელ სიაში აირჩიეთ სასურველი ვერსია
- დააჭირეთ ღილაკს Set as current
- შეამოწმეთ რომ Current PHP Version-ში შეიცვალა ვერსია და სასურველი ვერსიაა ნაჩვენები.
თუ PHP-ის ვერსიაში მონიშნავთ Native-ს, მაშინ ამუშავდება cPanel-ის სტანდარტული ვერსია და მოდულების და პარამეტრების რედაქტირების საშუალება ამ ინტერფეისიდან არ გექნება.

მოდულებსა და პარამეტრებს შორის გადართვა ხდება მარჯვენა ზედა კუთხეში გადამრთველით. (მითითებულია 2-ვე სურათზე)
