cPanel-ის სერვერებზე PHP ვერსიის შეცვლა ბეჭდვა


ჰოსტინგის სერვერებზე PHP-ის ვერსიებთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჩვენ ჰოსტინგ სერვერებზე ერთროულად დაკონფიგურირებული ყველა არსებული PHP-ის ვერსია და გაქვთ დამატებითი ინსტრუმენტები cPanel-ში სასურველი ვერსიის დასაყენებლად.

ქვემოთ სურათზე ნაჩვენებია ინსტრუმენტები cPanel-ის ინტერფეისში რაც საშუალებას გაძლევთ PHP-ის ვერსიების და პარამეტრების მართვის.

cpanel interface

 

MultiPHP Manager 

cPanel-ის ინსტრუმენტი PHP-ის ვერსიების სამართავად, საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად, ანგარიშში კონკრეტული საიტისთვის აირჩიოთ სასურველი PHP-ის ვერსია. ასევე MultiPHP გთავაზობთ PHP-ის ყველა პარამეტრის ხელით კონფიგურაციის საშუალებას.


გახსენით MultiPHP Manager-ი, ინტერფეისში ხედავთ:

  1. არსებული საიტების ჩამონათვალს (MultiPHP Manager-ი იძლევა საშუალებას კონკრეტული საიტისთვის შეცვალოთ/დააყენოთ PHP-ის სასურველი ვერსია)
  2. PHP ვერსიების ჩამონათვალი რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ
  3. სისტემის სტანდარტული PHP-ის ვერსია (თუ არანაირი ცვლილება არ გაქვთ აკეთებული ეს ვერსია იქნება თქვენს საიტზე)

თუ ჩამონათვალში რომელიმე საიტს PHP Version-ში უწერია inherit ეს ნიშნავს რომ ეს საიტი იყენებს cPanel-ის სტანდარტულ ვერსიას (ვერსია არ არის შეცვლილი)

კონკრეტულ საიტზე რაიმე სხვა ვერსიის ასარჩევად:

  • მონიშნეთ საიტი სიიდან 
  • მონიშნეთ სასურველი PHP-ის ვერსია სიაში (PHP Version) და დააჭირეთ Apply ღილაკს



« უკან დაბრუნება