თუ გჭირდებათ Node-ის აპლიკაციის დასტარტვა, ჩვენი რეკომენდაციაა გამოიყენოთ NVM (Node Version Manager) რაც საშუალებას მოგცემთ პარალელურად რამოდენიმე ვერსია გქონდეთ დაყენებული Node-ის.
NVM-ის დაყენება
NVM -ის დაყენება ხდება შემდეგი ბრძანებით ტერმინალში
curl -o- https://raw.githubusercontent.com/nvm-sh/nvm/v0.39.7/install.sh | bash
ინსტალაციის შემდეგ სასურველია თავიდან დაუკავშირდეთ სერვერს რომ nvm-ი სწორად ჩაიტვირთოს.
Node-ის დაყენება NVM-ის გამოყენებით
ბოლო ვერსიის დაყენება:
nvm install node
გარკვეული ვერსიის დაყენება (მაგ 14.7.0):
nvm install 14.7.0
NVM -ს აქვს შესაძლებლობა დააყენოს რამოდენიმე ვერსია. დაყენებული ვერსიებიდან ერთის არჩევა:
nvm use 14.7.0
დაყენება როგორც ნაგულისხმევი (default) ვერსია:
nvm alias default 14.7.0