თუ სერვერზე არასტანდარტული პორტის მქონე აპლიკაციის გაშვება გინდათ დომენზე ან ქვე-დომენზე, მაგ. example.com:9090 -> https://example.com,
შეგიძლიათ გამოიყენოთ NGINX -ის პროქსირება სამართავი პანელის ინტერფეისიდან.
1. DirectAdmin -ის ინტერფეისიდან დავამატოთ დომენი რომელზეც აპლიკაცია გაეშვება, მაგ. example.com
აღნიშნულ დომენზე უნდა იყოს ჩართული "Standalone Nginx" ოპცია
kb26042024-nginx-001.png
2. პანელის Admin ინტერფეისიდან მოძებნეთ "Custom HTTPD Configurations",
გახსნილ გვერდზე, მოძებნე "nginx.conf proxy" ბმული, აპლიკაციის დომენის მარჯვნივ
kb26042024-nginx-002.png
3. გაიხსნება დომენის კონფიგურაციის გვერდი. უნდა მოძებნოთ "Customize"
kb26042024-nginx-003.png
4. Customize გვერდზე დაბლა მოცემულია რამოდენიმე ველის არჩევანი, გვჭირდება "CUSTOM3"
kb26042024-nginx-004.png
5. "CUSTOM3" ველში შემდეგი კონფიგურაცია უდნა ჩავსვათ:
location /{proxy_buffering off;proxy_pass http://127.0.0.1:9090;proxy_http_version 1.1;proxy_set_header Upgrade $http_upgrade;proxy_set_header Connection "Upgrade";proxy_set_header X-Client-IP $remote_addr;proxy_set_header X-Accel-Internal /nginx_static_files;proxy_set_header Host $host;proxy_set_header X-Forwarded-For $proxy_add_x_forwarded_for;}
proxy_pass http://127.0.0.1:9090- ნაწილში მითითებულია ინტერფეისი და პორტი რომელზეც აპლიკაცია არის დასტარტული, ჩაასწორეთ შესაბამისად.
6. შეინახეთ ცვლილებები.