უფასო სერთიფიკატები cPanel-ის ჰოსტინგებზე ბეჭდვა

  • 197

ერთერთ ბოლო განახლებაში, cPanel-მა დაამატა უფასო ssl სერთიფიკატების მხარდაჭერა.

ეს სერთიფიკატები ავტომატურად აქტიურია ყველა ჩვენი მომხმარებლისათვის. ანუ ჩვენს ჰოსტინგზე საიტის დარეგისტირებიდან რამოდეიმე წუთში (ავტომატურ პროცესს 20-30 წუთი შეიძლება დაჭირდეს სერთიფიკატის დასაგენერირებლად) ssl სერთიფიკატი გააქტიურდება.

იმისათვის რომ ისარგებლოთ უფასო სერთიფიკატით აუცილებელია

1. არ გქონდეთ cPanel-ში დარეგისტრირებული რაიმე სხვა სერთიფიკატი, თუ რაიმე სხვა სერთიფიკატი გაქვთ(არა ვადაგასული), უფასო სერთიფიკატის გაცემა არ მოხდება. ეს წესი ასევე ვრცელდება self signed სერთიფიკატებზეც.

2. დომენზე და ყველა მის ქვედომენზე შესაძლებელი უნდა იყოს http ვალიდაციის გავლა (*)

3. ყველა დომენი და ქვედომენი რაც გაქვთ შექმნილი თქვენს account-ზე უნდა მისამართდებოდეს ჩვენს სერვერზე (**) 

* - დომენის და მისი ყველა ქვედომენის შემოწმება ხდება http ვალიდაციით, კონკრეტულად, სერთიფიკატის გაცემისას შემოდის ბოტი თქვეს საიტზე, მისამართზე http://domain.ge/.well-known/pki-validation/SOME_RANDOM_STRING.txt ლინკზე. საიტის მხრიდან აუცილებელია რომ როგორც მთავარ ასევე სხვა ყველა ქვედომენზეც .htaccess-ით არ ახდენდეთ ამ ლინკების გადამისამართებას რაიმე სხვა მისამართზე. (ყველა ცნობილი/დიდი CMS-ის htaccess-ში ეს უკვე გათვალისწინებულია)

** - თუ რომელიმე დომენი ან ქვედომენი რაც თქვენს ანგარიშზეა მიბმული არ მისამართხება ჩვენს სერვერზე მაშინ შეიძლება კონკრეტულად ამ დომენის ან ანგარიშზე არსებული ყველა დომენი/ქვედომენისთვის SSL სერთიფიკატის გაცემა არ მოხდეს. თუ გჭირდებათ რაიმე ქვედომენის სხვა სერვერზე გატანა ეს უნდა იყოს გაკეთებული dns-ის დონეზე და არა cPanel-ის ქვედომენებიდან.

როგორ მოვიქცე თუ ჩემს cPanel-ის ჰოსტინგზე SSL-ი ავტომატურად არ გამიაქტიურდა

თუ თქვენს ანგარიშზე რომელიმე დომენს ან ქვედომენს ssl სერთიფიკატი არ გაუაქტიურდა ავტომატურად, გააკეთეთ შემდეგი ნაბიჯები:

1. დააცადეთ 1 საათამდე ნებისმიერი ცვლილებას რაც უკავშირდება დომენებს ან ქვედომენებს (დამატება/წაშლა/რედაქტირება)

2. შეამოწმეთ რომ ყველა დომენი, ქვედომენი, დამატებითი დომენი და დომენის გადამისამართება (domain alias) რაც თქვენს ანგარიშშია, სწორად მისამართდება ჩვენს სერვერზე (მაგალითად ping-ით)

3. შეამოწმეთ რომ ყველა დომენის, ქვედომენის, დამატებითი დომენის და დომენის გადამისამართებისთვის http://domain.ge/.well-known/pki-validation/SOME_RANDOM_STRING.txt იხსნება სწორად (თუ ამ ლინკზე გაიხსნა თქვენი საიტის დიზაინი ტექტით რომ ეს გვერდი ნაპოვნი არ არის, ესეიგი არ გაქვთ შესრულებული * მოთხოვნა)

4. თუ ყველა წინა ეტაპი შეამოწმეთ და სერთიფიკატი მაინც არ გააქტიურდა გთხოვთ დაუკავშირდეთ ჰოსტინგის მხარდაჭერის სამსახურს (გახსენით მხარდაჭერის ბარათი)


დაგეხმარა ეს სტატია?

« უკან დაბრუნება