მინდა რომ ჩემი საიტი მქონდეს, რა მჭირდება ამისთვის?
ამისთვის გჭირდება 2 რამ, დომენური სახელი - ანუ რა უნდა აკრიფო მისამართის ველში რომ შენ საიტზე მოხვდე და ჰოსტინგი რომელზეც ამ სახელს მიამაგრებ.
და ეს უფასოა? თუ რამე უნდა ვიყიდო?
მოდი ცალკ-ცალკე,
დომენი - იმის მიხედვით თუ რა დომენი გინდა (უფრო სწორად რითი მთავრდება დომენი: .GE, .COM, .NET) დომენი უნდა იყიდო და სხვადასხვა ადგილას.
მაგალითად .GE დომენის ყიდვა მხოლოდ Caucasus Online-შია ახლა შესაძელებელი.
.COM/.NET/.ORG... და სხვა პოპულარული დომენები შეგიძლია ჩვენგანაც იყიდო ან ინტერნეტში იპოვე სხვა საიტი სადაც იყიდი.
არის უფასო ზონა .TK, კიდევ უფასოა .EDU.GE -და მგავსი ზონები მაგრამ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე რომ ამ ზონაში დომენი აიღო.
ჰოსტინგი - ეს ფასიანი მომსახურებაა, ინტერნეტში შეიძლება უფასოც იპოვო მაგრამ კარდან დააკვირდი პირობებს, სავარაუდოდ "უფასო"-ობის ხარჯზე შენს საიტზე მათი რეკლამა გამოჩნდება, ან რაიმე სხვა ტიპის ლიმიტები გექნება რაც ფასიან ჰოსტინგებზე არ არის.
რა არის ჰოსტინგი?
ჰოსტინგი არის სერვისების პაკეტი რომელიც საშუალებას გაძლევს განათავსო შენი საიტი ინტერნეტში და ისარგებლო ისეთი სერვისებით როგორიც არის ელ-ფოსტა და ასე შემდეგ.
რითი იზომება ჰოსტინგი?
ჰოსტინგი არის რამდენიმე სერვისის ერთობლიობა და შესაბამისად ყველა სერვისს თავისი პარამეტრები აქვს, მაგრამ ამ პარამეტრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრებია:
- სივრცე სერვერზე - ადგილი რომელიც შენთვის გამოიყოფა ჩვენს სერვერებზე
- რესურსები - თუ შენი ჰოსტინგის პროვაიდერი ახდენს სერვერზე რესურსების ლიმიტს მაშინ რა რესურსებია შენთვის გამოყოფილი
- დომენების რაოდენობა - რამდენი დომენი შეგიძლია მიაბა ერთ ანგარიშს
- ტექნოლოგია - დინამიური ვებ გვერდების რა ტექნოლოგიის მხარდაჭერა აქვს სერვერს: PHP, ASP, Ruby...
- სხვა ლიმიტები - სხვადასხვა სერვისის ლიმიტები, როგორიც არის ელ-ფოსტების ანგარიშების საერთო ლიმიტი, ftp მომხმდარებლების, MySQL ბაზების და მომხმარებლების ლიმიტი და ა.შ...
როგორი ჰოსტინგი მჭირდება მე?
სავარაუდოდ თუ შენ ამ კითხვას სვავ გჭირდება Linux ჰოსტინგი, რაც შეეხება კონკრეტულ პაკეტს შეარჩიე იმის მიხედვით თუ რამდენი ადგილი შეიძლება დაგჭირდეს. (პაკეტები ნახე აქ)
მაგრამ მაინც თავი რომ დაიზღვიო, თუ საიტს გიკეთებენ ახლა კითხე შენს დიზაინერს/პროგრამისტს/ვებ სტუდიას რა ტექნოლოგიებს იყენებენ საიტის დასამზადებლად. 95% მეტი საიტების ახლა LAMP (Linux+Apache+MySQL+PHP) ტექნოლოგიების გამოყენებით კეთდება და სავარაუდოდ Linux ჰოსტინგი დაგჭირდება.
ჩემმა პროგრამისმა მითხრა რომ Windows ჰოსტინგი ჭირდება, რა ვქნა?
შენთვის ამ შემთხვევაშიც არაფერი შეიცვლება, მხოლოდ ახლა ამ პაკეტებიდან უნდა შეარჩიო შენთვის სასურველი.
პროგრამისტმა მითხრა/ინტერნეტში წავიკითხე რომ ჩემი საიტი შეიძლება გატეხონ, მართალია?
კი, ნებისმიერი IT სერვისი რომელიც ინტერნეტში ფუნქციონირებს გარკვეული რისკის ქვეშ არის რომ შეიძლება მასზე კიბერ შეტევა განახორციელონ ან გატეხონ.
სპეციალურად ასეთი შემოტევებისგან თავის დასაცავად ჩვენ გვყავს სპეციალური ჯგუფი (CERT Team) რომელიც ჩვენი სერვისების უსაფრთხოებაზე ზრუნავს.
გაიგე რას ვაკეთებთ შენი საიტის უსაფრთხოებისთვის.