დასრულდა PHP 8.1-ის თავსებადობის ტესტირება cPanel-თან და ჩვენ ინფრასტრუქტურასთან. PHP 8.1 არის ხელმისაწვდომი საზიარო ჰოსტინგის cPanel-ის მომხმარებლებისთვის. უსაფრთხოდ შეგიძლიათ შეცვალოთ PHP-ს ვერსია cPanel-ის MultiPHP Manager-ში და ისარგებლოთ განახლებული ვერსიის შესაძლებლობებით თქვენს აპლიკაციებში.
მოთხოვნის შემთხვევაში, PHP 8.1 ასევე ხელმისაწვდომია ჩვენი ვირტუალური სერვერების მომხმარებლებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია PHP 8.1-ის შესახებ იხილეთ ბმულზე.